GE EN

2350157 (515); 579 219 373

nlagidze@yahoo.com

წერეთლის გამზირი 61

თბილისი
მთავარი / პროგრამაში ჩართვა

რა გვჭირდება იმისათვის, რომ დავრეგისტრირდეთ:

ჩვენი ინსტიტუტის  სასწავლო პროცესში ჩართვა:


1. სწავლება სემესტრულია და წელიწადში გვაქვს ორი სემესტრი: გაზაფხულის სემესტრი და შემოდგომის სემესტრი.


2. საბუთების მიღება ხდება წელიწადში ორჯერ (აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ონლაინ ხდება საბუთების გამოგზავნა შემდეგ ელფოსტებზე: gfpaa@gfpaa.ge (ბაფის პროფესიული სერტიფიცირების გამოცდებისთვის) და nlagidze@yahoo.com (ბაფის პროფესიული სერტიფიცირების პროგრამაში მოსამზადებელი კურსებისთვის)):

* გაზაფხულის სემესტრისთვის დეკემბერ-იანვარში;

* შემოდგომის სემესტრისთვის ივნის-აგვისტოში.


3. გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი იწყება თებერვლის მეორე კვირიდან; შემოდგომის სემესტრში - სექტემბრის მეორე კვირიდან.


4. სასწავლო პროცესში ჩართვის მსურველის მიერ წარმოდგენილი/გამოგზავნილი უნდა იყოს ჩვენს ელფოსტაზე (nlagidze@yahoo.com) ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები:

* დიპლომის ასლი ან ცნობა სასწავლებლიდან;

* პირადობის ასლი;

* ფოტოსურათი 3X4 (ელექტრონული);

* ანკეტა (იხილეთ ქვემოთ);

* განცხადება (იხილეთ ქვემოთ).


5. საბუთების შემოტანისას/გამოგზავნისას მსმენელს გაეგზავნება/მიეცემა რეგისტრაციის ნომერი და პაროლი.


6. ამ რეგისტრაციის ნომრით და პაროლით მსმენელი შედის მონაცემთა ბაზაში საკუთარ გვერდზე.


7. მონაცემთა ბაზაში საკუთარი გვერდიდან მსმენელი რეგისტრირდება  სასურველ ჯგუფებში (მოდულების მიხედვით); ლექციებზე რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ჩვენს საიტზე ლექციებში.


8. ლექციებზე ელექტრონული რეგისტრაციის პერიოდებია (მოცემულია ზოგადი პერიოდი, ზუსტი თარიღები იხილეთ ლექციებში):

* გაზაფხულის სემესტრისთვის ყოველი წლის 1 თებერვალი - 10 თებერვალი;

* შემოდგომის სემესტრისთვის ყოველი წლის 1  სექტემბერი - 10  სექტემბერი.


9. ლექციის თანხის არასწორ ანგარიშზე ჩარიცხვის შემთხვევაში, მსმენელმა უნდა მიმართოს ინსტიტუტის ადმინისტრაციას (წერეთლის 61).

1