GE EN

2350157 (515); 2356756 (515); 2354397 (515)

acca@pbi.ge

წერეთლის გამზირი 61

თბილისი
მთავარი / პროგრამის შესახებ

ACCA საერთაშორისო საკვალიფიკაციო პროგრამა

საქართველოში პბი ერთადერთი ინსტიტუტია, სადაც ACCA-ს საერთაშორისო პროგრამა ქართულ ენაზე ისწავლება. ACCA წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს და სწრაფად მზარდ საერთაშორისო ბუღალტრულ ორგანიზაციას. ACCA-ს პროგრამა არის გარანტია იმისა, რომ მსურველი (პროგრამის მონაწილე) დაეუფლოს საერთაშორისო პროფესიულ სტანდარტებს ფინანსებისა და მენეჯმენტის სფეროში. აღნიშნული პროგრამა შეესაბამება ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN) ბუღალტრული აღრიცხვის სწავლების ყველა დადგენილ კრიტერიუმს.


პბი დაფუძნებულია ბაფის (საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია) მიერ  2000 წელს. ACCA-ს პროგრამა საშუალებას აძლევს სწავლების მსურველებს საერთაშორისო დონეზე  აიმაღლონ კვალიფიკაცია ფინანსების და მენეჯმენტის სფეროში. ამასთანავე, ACCA-ს ქართულენოვან პროგრამაში მონაწილეებს I და II ეტაპზე სწავლების ნებისმიერ პერიოდში შეუძლიათ სწავლება გააგრძელონ ACCA-ს საერთაშორისო პროგრამაში. მათ  ACCA-ს ქართულენოვან პროგრამაში ჩაბარებული წიგნები ჩაეთვლებათ ACCA-ს საერთაშორისო პროგრამაში და სწავლას გააგრძელებენ შემდგომი წიგნებიდან. ACCA-ს ქართულენოვან პროგრამას მიღებული აქვს აკრედიტაცია ACCA-ს საერთაშორისო პროგრამაში (2008 წლიდან, რომლის განახლება ხდება ყოველ 5 წელიწადში) და ჩვენი პროგრამის მონაწილეებს ეთვლებათ პირველი 9 წიგნი (ანუ I და II ეტაპში შემავალი წიგნები).


ჩვენს ინსტიტუტში ჩაირიცხება ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის და პროფილის სტუდენტი, რომელიც სწავლობს მინიმუმ მეორე კურსზე. პბი-ს მსმენელების სწავლების დონის ასამაღლებლად და კომფორტული გარემოს შესაქმნელად არის როგორც დასწრებული სწავლება, ასევე სწავლება ვიდეო ლექციების საშუალებით. უკანასკნელი ამოქმედდა  2015 წლიდან. დასწრებულ და ვიდეო ლექციებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს წელიწადში ორჯერ (რეგისტრაციის ზუსტი პერიოდები მითითებულია ჩვენს საიტზე: www.pbi.ge; www.accaonline.ge ). ყოველი წლის სექტემბრიდან და თებერვლიდან იწყება ლექციები. გამოცდები ბარდება შესაბამისად ივნისსა და იანვარში.  ორივე სახის ლექციებზე რეგისტრაცია ხდება ონლაინ.


ჩვენი ინსტიტუტის ვიდეო ლექციებზე, მსმენელების გარდა, დარეგისტრირება და მოსმენა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, იქნება ეს ბაფის პროფესიული სერთიფიცირების პროგრამის კანდიდატი თუ უბრალოდ თავისუფალი მსმენელი. გარდა სტანდარტული რეგისტრაციისა, რომლის საფასურია 400 ლარი, არის ორი კვირის განმავლობაში ვიდეო ლექციების მოსმენის საშუალებაც, რომლის საფასურია 50 ლარი. უკანასკნელი შეუძლია გამოიყენონ მათ, ვისაც სურს მოემზადოს შუალედურების ანდა გამოცდების წინა პერიოდებში. დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: www.accaonline.ge


2015 წელს შპს სტატისტიკური კვლევების სამეცნიერო-საინფორმაციო ცენტრმა და ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირმა ჩვენს ინსტიტუტს გადასცა ეროვნული სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს სამეურნეო საქმიანობის სუბიექტთა სრული ჩამონათვალის რანჟირების შედეგად, ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების თანახმად ჩვენს ინსტიტუტს მიენიჭა საპატიო წოდება: დარგის ლიდერი 2015


ჩვენი ინსტიტუტი გიწვევთ სასწავლებლად და გისურვებთ წარმატებებს კარიერულ ზრდაში!

1