GE EN

2350157 (515); 2356756 (515); 2354397 (515)

acca@pbi.ge

წერეთლის გამზირი 61

თბილისი
მთავარი / სიახლეები

ვიწვევთ ACCA პროგრამის ლექტორებს!

პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს ACCA პროგრამის ლექტორის თანამდებობაზე და იწვევს სპეციალისტებს შესაბამისი უმაღლესი აკადემიური განათლებითა და პრაქტიკული სამუშაო გამოცდილებით შემდეგ მოდულებში:

*

F1 ბუღალტერი ბიზნესში

F2 მმართველობითი აღრიცხვა

F3 ფინანსური აღრიცხვა

F4 ქართული ბიზნესსამართალი

F5 საქმიანობის შედეგების მართვა

F6 საგადასახადო დაბეგვრა

F7 ფინანსური ანგარიშგება

F8 აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება

F9 ფინანსური მენეჯმენტი

P1 სტრატეგიული ბიზნეს ლიდერი

P2 სტრატეგიული ბიზნეს ანგარიშგება

P4 ფინანსური მართვა

P7 აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება

*

კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) წარმატებით ჰქონდეს ჩაბარებული შესაბამისი მოდულს გამოცდა ბაფში (არაა სავალდებულო F4 და F6 მოდულებისთვის);

ბ) სწავლების და ლექციების ჩატარების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

გ) ინტერაქტიული ლექციების ჩატარების და აუდიტორიის მართვის  უნარები.

*

სამუშაო განრიგი:

• სამუშაო დღეებში 18-21 სთ;

• შაბათი ან/და კვირა 10-18 სთ-ის ინტერვალში.

*

კონკურსში მონაწილეების შერჩევის პირობები:

• დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ განცხადება სასურველი მოდულის მითითებით და  CV შემდეგ მისამართზე: acca@pbi.ge  (ელექტრონული ფოსტის subject-ში ჩაწერეთ - „ლექტორის თანამდებობაზე, მოდული __ (მაგ: F5)“)

• განცხადებები მიიღება 2018 წლის  31 ოქტომბრამდე;

• პირველადი შერჩევის მიზნით განაცხადების განხილვა და პერსონალური გასაუბრება ჩატარდება 2018 წლის 20 ნოემბრამდე;

• პირველად კონკურში შერჩეული პირები საჩვენებელ ლექციებს ჩაატარებენ  2018 წლის 20 დეკემბრამდე;

• კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება 2018 წლის 25 დეკემბრისთვის.

1